суббота, 1 мая 2010 г.

,,ფესვები“

1. პროექტის სახელი: ,,ფესვები“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ბავშვები იკვლევენ თავიანთი ოჯახის წინაპრების, წარსულის ტრადიციებს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია, რომ ბავშვმა იცოდეს საიდან მოდის, ვინ იყო მისი წინაპარი, რადგან პატივი სცენ მათ ტრადიციებს, ღირებულებებს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რაღაც აუცილებლად არის კარგი, რომელიც შთამომავლობამ არ უნდა დაივიწყოს. თუნდაც არასასიამოვნო აღმოაჩინოს, ის მიხვდება, რომ არ უნდა გაიმეოროს ისეთი რამ, რაც საკუთარ პიროვნებას ზიანს მიაყენებს და საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება.
4. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წლის ბავშვებისათვის, ვფიქრობ საინტერესო და ენთუზიაზმით სავსე იქნება ეს პოექტი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვის მანძილზე, ბავშვები თავიანთ ოჯახებში, სანათესაოში მიმართავენ უხუცესებს და მოიპოვებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. ჩაიწერენ ყველა დეტალს, შეაგროვებენ ძველ პოტოსურათებს, მასალებს. ვინ იცის მათი ფესვები საიდან მოდის. ამით ხდება წარსულის გაცოცხლება. მომავალი თაობა აგროვებს ინფორმაციას, თუ რა საგმირო, ღირებული უკეთებიათ თავიანთ წინაპრებს.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად, უფრო გაძლიერებული სტიმულის მისაცემად, კლასში ვკითხულობთ გამოჩენილი მწერლების ლექსებს, ჩანაწერებს, სადაც ნათლად სჩანს, რომ არ ივიწყებენ თავიანთ წინაპრებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ყველა სასურველი ინფორმაციის მიღების და ვადის ამოწურვის შემდეგ, მოაქვთ შეგროვილი მასალები, აწყობენ სასურველ გარემოს, სადაც აკეთებენ თავიანთ მომზადებულ წარწერას: ,,ფესვები“ აცნობენ ერთმანეთს მოპოვებულ ინფორმაციებს, მიმდინარეობს წარსულის გაცოცხლება.
8. სარგებელი სხვებისთვის: დღევანდელ ბავშვებს ნაკლებად აღელვებთ თავიანთი წინაპრები, ამ პროექტმა კი შეიძლება ბევრ ბავშვს მისცეს მაგალითი, რომ არ დაივიწყონ თავიანთი წინაპრები.
9. სამუშაო ენა: პროექტის განხორციელება ხდება ქართულ ენაზე.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ბავშვები წერენ წიგნს სათაურად ,,ფესვები“. აკეთებენ საკუთარ დღიურს და იწყებენ თავიანთი ბიოგრაფიის წერას, რომ თავიანთ შთამომავალს დაუტოვონ. ეს იქნება ნაბიჯი, რომ მათ მხოლოდ კეთილი საქმეები აკეთონ და თავიანთ ბიოგრაფიაში ღირსეული ადმიანის სახელით შევიდნენ.
პროდუქტები: წიგნი, რვეული, კალამი, სურათები, მარკერები.
12. პროექტის ფასილიტატორი: თამარ ბოჭორიშვილი tbotshorishvili2010@gmailcom